EN

ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მონტაჟი — დაპროექტებიდან ჩართვამდე

ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შერჩევა, გაყიდვა და მონტაჟი ნებისმიერ ტიპის ობიექტზე — IP, Wi-Fi, 4G და მზის ენერგიაზე მომუშავე კამერები წამყვანი ბრენდებისგან.

  • 4K Ultra HD
  • Full-Color Night Vision
  • IP66 / IP67

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებს — შერჩევიდან და გაყიდვიდან მონტაჟამდე და გამართვამდე. მაღალი გარჩევადობა საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ დავადგინოთ პიროვნების ზოგადი მახასიათებლები — სახე თუ ტანსაცმელი — არამედ ნათლად დავინახოთ მცირე დეტალებიც.

ასორტიმენტში შედის IP კამერები (PoE — კვება და ქსელი ერთი კაბელით), Wi-Fi კამერები უკაბელო ჩართვისთვის, 4G კამერები სიმ-ბარათით და კამერები მზის პანელით — მზის ენერგიაზე მომუშავე მოდელები იმ ობიექტებისთვის, სადაც ელ-ენერგია და ინტერნეტ-კაბელი არ არის. გარე პერიმეტრისთვის bullet, შენობის შიგნით — dome კამერები.

ვიდეო სამეთვალყურეო კამერებს ვამონტაჟებთ ოფისში, მაღაზიაში, საწყობში, საწარმოსა და კერძო სახლში — ვემსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

ნებისმიერ ტიპის ობიექტისთვის

ოფისი

შესასვლელების, საერთო სივრცეებისა და სასერვერო ოთახის ხედვა.

საწარმო

საწარმოო ზონების, ტერიტორიისა და ტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი.

სამშენებლო ობიექტი

Solar + 4G კამერები — იქაც, სადაც დენი და კაბელი ჯერ არ არის.

საწყობი

პერიმეტრის, ჩასაბარებელ ზონებისა და ტვირთის ხედვა.

კერძო სახლი

ეზოს, ჭიშკრისა და შესასვლელის ხედვა — დღე და ღამე.

ტექნოლოგიები, რომლებიც მართლა გამოგადგებათ

5MP & 8MP · 4K Ultra HD

მაღალი გარჩევადობა — ნათლად ჩანს სახე, ტანსაცმელი და სხვა დეტალები.

Full-Color Night Vision

ფერადი გამოსახულება სრულ სიბნელეშიც — არა შავ-თეთრი ლაქები.

Smart Motion Detection

ადამიანისა და ავტომობილის ავტომატური ამოცნობა.

PoE & Wi-Fi

კვება და ინტერნეტი ერთ კაბელით ან უკაბელო ჩართვა — ობიექტის მიხედვით.

Solar + 4G

მზის ენერგია და მობილური ინტერნეტი — კამერა იქაც, სადაც დენი და კაბელი არ არის.

IP66 / IP67

მეტალის, წყალგამძლე და ყინვაგამძლე კორპუსი — მტვერი, წვიმა და ყინვა ვერ შეაფერხებს.

სწორი კამერა — სწორ ადგილას

Bullet — გარე კამერები

Bullet — გარე კამერები

გარე ტერიტორიის, პერიმეტრისა და შესასვლელების ხედვისთვის.

Dome — შიდა კამერები

Dome — შიდა კამერები

შენობის შიგნით — კომპაქტური, ჭერზე ან კედელზე.

4G კამერები მზის პანელით

4G კამერები მზის პანელით

ობიექტებისთვის, სადაც ელ-ენერგია და ინტერნეტ-კაბელი არ არის.

Wi-Fi კამერები

Wi-Fi კამერები

უკაბელო ჩართვა — ქსელის კაბელის გარეშე, საჭიროა მხოლოდ ელ-კვება.

როგორ ვმუშაობთ

  1. 1უფასო კონსულტაციაობიექტის ტიპისა და თქვენი მოთხოვნების განსაზღვრა.
  2. 2დაპროექტებაკამერების რაოდენობის, ტიპებისა და განთავსების წერტილების შერჩევა.
  3. 3მონტაჟიკამერების, კაბელებისა და ჩამწერ მოწყობილობის მონტაჟი.
  4. 4კონფიგურაციასისტემის გამართვა და შედეგის ჩაბარება.

ბრენდები და პარტნიორები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს კამერების მონტაჟი?

ფასი დამოკიდებულია კამერების რაოდენობაზე, ტიპზე და ობიექტის სპეციფიკაზე. დაგვიკავშირდით — უფასო კონსულტაციის შემდეგ მოგცემთ ზუსტ შეთავაზებას.

შეიძლება კამერის დამონტაჟება, თუ ობიექტზე დენი ან ინტერნეტი არ არის?

კი. Solar + 4G კამერები მზის ენერგიითა და მობილურ ინტერნეტით მუშაობენ — მაგალითად, სამშენებლო ობიექტზე.

რამდენად კარგად ჩანს ღამით?

Full-Color Night Vision ტექნოლოგია სრულ სიბნელეშიც ფერად გამოსახულებას იძლევა, ნაცვლად შავ-თეთრისა.

გაუძლებს თუ არა კამერა წვიმას და ყინვას?

კამერებს IP66 / IP67 დაცვის კლასის მეტალის კორპუსი აქვს — ისინი განკუთვნილია გარე პირობებისთვის.

რა ტიპის ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს გთავაზობთ?

IP კამერებს (PoE-ით), Wi-Fi კამერებს უკაბელო ჩართვისთვის, 4G კამერებსა და მზის პანელზე მომუშავე მოდელებს, ასევე გარე bullet და შიდა dome სათვალთვალო კამერებს. კონკრეტულ მოდელს ობიექტის მიხედვით შევარჩევთ.

რომელ ბრენდების კამერებს გთავაზობთ?

ვმუშაობთ წამყვან ბრენდებთან, მათ შორის Hikvision-თან, HiLook-თან და Uniview-თან. კონკრეტულ მოდელს ობიექტის მოთხოვნების მიხედვით შევარჩევთ.

რომელ ქალაქებში ამონტაჟებთ კამერებს?

მთელ საქართველოში — თბილისში და რეგიონებში. ობიექტის მდებარეობა მიუთითეთ შეკვეთის ფორმაში, დანარჩენზე ერთად შევთანხმდებით.

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.