EN
ჩვენ შესახებ

Squad IT — თქვენი IT გუნდი

ვეხმარებით ქართულ ბიზნესს, ააწყოს IT ინფრასტრუქტურა, რომელიც მუშაობს: ქსელიდან და სერვერებიდან კამერებამდე, პროგრამებამდე და ავტომატიზაციამდე — ერთი გუნდით, ერთი პასუხისმგებლობით.

2023დაარსების წელი
10+წლის გამოცდილება გუნდში
საქართველომომსახურების ზონა

ვინ ვართ

Squad IT 2023 წელს დაარსდა, თუმცა გუნდი ბევრად ადრე ჩამოყალიბდა: ჩვენი ინჟინრები და დეველოპერები 10 წელზე მეტია, ამ სფეროში მუშაობენ — ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტებზე.

გუნდში არიან სისტემური ადმინისტრატორები, ქსელის ინჟინრები, მონტაჟის ჯგუფი, დეველოპერები და მხარდაჭერის სპეციალისტები. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ პროექტში ქსელის გაყვანაც შეგვიძლია, კამერების მონტაჟიც, სერვერის აწყობაც და პროგრამის დაწერაც — ქვეკონტრაქტორების გარეშე.

ტექნიკას ვყიდით და ვამონტაჟებთ კიდეც. ერთი მიმწოდებელი მთელ ციკლზე — შერჩევა, მოწოდება, მონტაჟი, გამართვა და შემდგომი მხარდაჭერა — ნიშნავს, რომ პრობლემის შემთხვევაში პასუხისმგებლობის გადაბარება არავის აქვს.

როგორ ვმუშაობთ

ჯერ ობიექტი, მერე შეთავაზება

ვნახულობთ ობიექტს ან ვსწავლობთ თქვენს ფოტოებსა და გეგმას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვამზადებთ შეთავაზებას. მზა „პაკეტს", რომელიც თქვენს ამოცანას არ ერგება, არ გთავაზობთ.

ჩვენ ვაწყობთ, ჩვენვე ვუვლით

მონტაჟის შემდეგ სისტემა მარტო არ რჩება: განახლებები, მონიტორინგი, პრობლემების მოგვარება და ცვლილებები ჩვენს პასუხისმგებლობაშია.

უსაფრთხოება ნაგულისხმევად

ცალკე ქსელები სტუმრებისთვის და სამუშაო მოწყობილობებისთვის, ძლიერი პაროლები, განახლებები და რეზერვირება — არა როგორც დამატებითი სერვისი, არამედ როგორც სტანდარტი.

გასაგები ენა

ტექნიკურ გადაწყვეტილებებს იმ ენაზე ვხსნით, რომ თქვენ შეძლოთ არჩევანის გაკეთება — და არა ის, რომ უბრალოდ დაგვიჯეროთ.

სად ვმუშაობთ

ოფისი თბილისში გვაქვს, ობიექტებზე კი მთელ საქართველოში გავდივართ. დისტანციური მხარდაჭერა — ქსელის, სერვერების, Microsoft 365-ისა და სამუშაო კომპიუტერების — ადგილმდებარეობაზე საერთოდ არ არის დამოკიდებული.

ქ. თბილისი, გლდანის V მ/რ, კორპუსი 22ა
ორშ–პარ, 10:00–18:00 · +995 568 63 30 40 · info@squadit.ge

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით

ინფორმაცია

დაგვიტოვეთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული დეტალებით.